საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას.
პრემიერის განმარტებით, ეს ფინანსური დახმარება პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის იქნება განკუთვნილი, პროცესს ზედამხედველობას კი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.