03:42
19 მაისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
"მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს..." - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი
24-01-2022

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

როგორც ბასილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მისი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ სურს დეტალებზე საუბარი.

„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.

ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.

ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - წერს ბასილაშვილი.

AutoPlay
მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
მარია ზახაროვა - რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო "სიურპრიზს" ჰპირდება
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პროკურატურა - დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
არ დამბლოკოთ.
25-01-2022
ნიკა, ეხლა გამოგიგზავნი ლომჯარიას, გააკეთებს განცხადებას ძალადობასთან დაკავშირებით. ლომჯარ... სადა ხარ?
ქართველი
25-01-2022
ასეთი სიბინძურის გამო, რომ ხვალ ნიკა ბასილაშვილმა უარი თქვას საქართველოს სახელით ტურნირებზე გამოსვლაზე, ახი არ იქნება ჩვენთვის? ნიკა გამაგრდი, ესენი ქართველები არ არიან!
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები