პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, საქართველოს დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს და ქართველი ექიემბი ყველაფერს აკეთებენ თითოეული მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად.
შეგახსენებთ ,თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.