მინა, რომელიც იმსხვრევა და თავისით მთელდება - სწორედ ასეთი მატერია შექმნეს მეცნიერებმა. კალიფორნიელი მეცნიერების თქმით, თვითგანახლებად მინას, გაკაწვრის ან დამსხვრევის შემთხვევაში, საწყის ფორმაში დასაბრუნებლად მაქსიმუმ 1 დღე-ღამე სჭირდება. მათი თქმით, მინა ელექტროგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სმარტფონებშია შესაძლებელი.
კვლევის ავტორების თქმით, ახალი სახის მატერიამ ყველა ტესტი წარმატებით გაიარა. მინა კოვალენტური ბმის პრინციპითაა შექმნილი. ეს ქიმიური ბმის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მათი საზიარო ელექტრონების ხარჯზე ხორციელდება.