აზერბაიჯანში ნავთობმოპოვება, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,1%-ით ანუ 369 ათასი ტონით არის შემცირებული და 17 მილიონ 200 ათას ტონას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ექსპორტზე გაიტანა 14 მილიონი ტონა ნავთობი, რაც 667 ათასი ტონით, ანუ 4,8%-ით ნაკლებია წინა წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება გაზის მოპოვებას, წლის პირველ ნახევარში 20 მილიარდ 300 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, ეს 990 მილიონით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა 9 მილიარდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი გაყიდა, რაც 36%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამასთან, თურქეთში ექსპორტირებულია - 4 მილიარდ 700 მილიონი კუბური მეტრი, ევროპაში - 3 მილიარდ 200 მილიონი კუბური მეტრი, საქართველოში კი - მილიარდ 200 მილიონი კუბური მეტრი.
შეღავათებს ელექტრომობილების შეძენაზე და 7 მილიარდ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას დამტენი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.