25 დეკემბერს მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი შობას ზეიმობს. ლაპლანდიაში მდებარე სანტას სოფელში წელიწადის ამ დროს ათასობით ადამიანი იკრიბება. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა სოფლის ფოსტასთან – აქ სანტასთვის წერილის გაგზავნის მსურველები იკრიბებიან. სანტა მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ყოველდღიურად უამრავ წერილს იღებს. ყოველწლიურად სანტა ტრადიციულ მიმართვას უგზავნის მოსახლეობას. 2018 წელს სანტას განსაკუთრებული თხოვნა აქვს. „დავეხმაროთ ბუნებას, რომელიც დღეს საფრთხეშია“ "ბავშვები მე უამრავ წერილს მწერენ და ვფიქრობ, მსოფლიოში რაღაც კარგი ხდება. რადგან ბავშვების სურვილებია: ჯანმრთელობა და ბედნიერება მშობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. როგორც იცით, მე ძალიან ვაფასებ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სიკეთე, სიხარული, მეგობრობა, ბუნების სიყვარული. ჩვენი მეგობარი ბუნება ამჟამად საფრთხეშია და ახლა ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, გავუკეთოთ მას საჩუქარი, ჩვენ შეგვიძლია ბუნების დახმარება. ბედნიერ შობას გისურვებთ ყველას!", – მიმართავს სანტა მსოფლიოს მოსახლეობას.