ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ის 31 ბორჯღალოსანი დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ. ბორჯღალოსნების ყველა დროის მელელოვისთის და გამორჩეული კაპიტანის მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა ამ ერთ ტურნირზე გუნდს დაეხმარება. იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები ედინბურგში შოტლანდიის ნაკრებს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.