იაპონიაში უამრავი ცარიელი საცხოვრებელი სახლია. ქვეყნის პროვინციებში, სოფლებსა და სუბურბანულ ტერიტორიებზე საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა დაბალია, რისი უმთავრესი მიზეზიც ადამიანების დიდ ქალაქებში მიგრაციაა. შესაბამისად, როცა მოთხოვნა დაბალია, უძრავ ქონებაზე ფასებიც ეცემა. აქ მცხოვრებ ადამიანებს თუნდაც მემკვიდრეობით მიღებული ძველი სახლების მოვლა-პატრონობის სტიმულიც კი არ აქვთ. შესაბამისად, სახლები ცარიელი რჩება. სწორედ მსგავსი სახლების გაყიდვას ცდილობენ უძრავი ქონების სააგენტოები და მსურველებს ქონებას უფასოდ სთავაზობენ. ახალ მფლობელებს მხოლოდ გადასახადებისა და სააგენტოსთვის ანაზღაურების გადახდა მოუწევს.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლისთვის იაპონიაში 7 მილიონ 500 ათასი ცარიელი სახლი იყო. 2013 წლისთვის კი მათმა რიცხვმა 8 მილიონ 200 ათასს მიაღწია.