04:01
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მილიონობით დოლარის ინვესტიცია ვერტიკალურ სათბურებში - როგორ სათბურებს აშენებენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
05-08-2020

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ვერტიკალური სათბურები სულ უფრო ხშირად შენდება. ისინი შეიქმნა იმისათვის, რომ ხილი და ბოსტნეული გაიზარდოს ისეთ მშრალ ქვეყანაშიც, სადაც წელიწადში მხოლოდ ორი კვირა წვიმს - წერს East-fruit-ი dw.com– ზე დაყრდნობით.

ემირატებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსაყვანად ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 1%-ია ვარგისი. ისტორიულად, აქ თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იმპორტირებულია. თუმცა, ახლა კომპანიებმა გადაწყვიტეს დაიწყონ პროდუქციის მოყვანა.  ძირითადი აქცენტი გაკეთდა ვერტიკალურ სოფლის მეურნეობაზე. ფაქტობრივად, ესაა მაღალტექნოლოგიური აგრო-ინდუსტრიული კომპლექსები, რომლებიც ტრადიციული სოფლის მეურნეობის წესებით არ მუშაობს. სწორედ მასში ხდება მილიონობით დოლარის ინვესტიცია.

ერთ-ერთი ასეთი ფირმაა Pure Harvest Smart Farms. სამი წლის წინ მან ააშენა პირველი ვერტიკალური სათბური, რომელშიც მცენარეები ნიადაგის გარეშე იზრდება, LED განათების და სპეციალური სარწყავი სისტემის გამოყენებით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები