თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებისთვის 1 100 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამის ცვლილებას სხდომაზე დამსწრე 42 დეპუტატიდან მხარი 34-მა დაუჭირა, დანარჩენმა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. 350-მდე მოქალაქე 3 000-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.