ემიგრაციაში მყოფი ქართველი, ინგა-მარიამ ბასილაშვილი ფეისბუქ-ლაივის საშუალებით გვიჩვენებს, რა ვითარებაა მილანში.
შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულების რაოდენობა კი 152-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შემთხვევების სწრაფი ზრდით გაკვირვებული ვარ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შევაჩეროთ,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.