ქალაქ მილანში ახალი სტადიონი აშენდება. ეს საკითხი შეთანხმებულია და კითხვის ნიშნები მოხსნილია. არენაზე ორივე მილანური გუნდი: მილანი და ინტერი ითამაშებენ. შესაბამისად, სტადიონის და მთლიანად, კომპლექსის მშენებლობის ხარჯებს სწორედ კლუბები დაფარავენ. პროექტის ბიუჯეტი 1 200 000 000 ევროა და შესაბამისად, თთოეულ კლუბს 600 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს. ეს იქნება მულტიფინქციური კომპლექსი, რომლის ფარგლებში არა მარტო სტადიონი და სპორტული, თუ კულტურული ობიექტები გაიხსნება, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა. თვითონ სტადიონი 60 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. სტადიონის აშენებას და კომპლექსის სრულად დასრულებას კი მინიმუმ 3 წელი დასჭირდება.