2017 წლის მე-4 კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მილიონ 725 ათას 761 ლარით მეტია. კერძოდ, გასული წლის მე-4 კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 16 მილიონ 80 ათას 297 ლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 14 მილიონ 354 ათას 536 ლარი იყო. ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში - 75, 2018 წლის იანვარში კი 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.