2018 წლის 1-ელ კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2 მილიონ 107 ათას 993 ლარით მეტია. კერძოდ, 2018 წლის 1-ელ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 16 მილიონ 677 ათას 553 ლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2017 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 14 მილიონ 569 ათას 560 ლარი იყო.
სებ-ის ცნობით, 2018 წლის აპრილში 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის დეკემბერში 75 მიკროსაფინანსო იყო რეგისტრირებული.