ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მე-2 კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობამ 20 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 მილიონ 500 ათასი ლარით მეტია. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაკურებული ქონება 15 მილიონ 400 ათასი ლარი იყო.მიმდინარე წელს, მეორე კვარტალში 2018 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით დასაკუთრებული ქონების მოცულობა 4 მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის ივლისში 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის ივლისში 83 მიკროსაფინანსო იყო რეგისტრირებული.