ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის პროექტი ახალი პირობებით განაახლა. 2018 წელს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია (ან პირველად მონაწილეობს), ასევე მეწარმე სუბიექტს, ამ მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმოების ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმეს კვლავ ჰქონდეს გრანტის მიღების შესაძლებლობა, მან უნდა წარადგინოს პროექტი, რომელიც შეეხება მისთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოებას. ამასთან, გაიზარდა დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და 15 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარია. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც განაცხადის შევსების მომენტში სრულწლოვანია."აწარმოე საქართველოში" წარმოამდგენლების თქმით, მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას, წამოიწყონ, ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. 2015-2018 წლის მონაცემებით, მხარდაჭერილია 5 313 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 50 მლნ ლარამდეა. ამასთან, თანადაფინანსების სახით გაიცა 22 949 474 ლარი, სადაც 8 412 მოსარგებლეა.