"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს 1-ელი ივლისიდან კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს 1-ელი ივლისიდან მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს."თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრა და ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდენციონერი, გარდა ამისა კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს.კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე - 2 200 340.