"ევროპული საქართველოს" წევრები ირმა ნადირაშვილი და აკაკი ბობოხიძე იმ პავილიონში შესვლას მოითხოვდნენ, რომელშიც შს მინისტრი გიორგი გახარია ერთ-ერთ ტელევიზიას სატელევიზიო ინტერვიუს აძლევდა. მათ შს მინისტრთან შეხვედრა სურდათ. მათი განცხადებით, შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, აკაკი ბობოხიძის თქმით, მას პირადად გახარიასგან უნდა მოისმინოს ის განცხადებები, რომელიც გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.