პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის მამის, ლადო თათარიშვილის განცხადებით, მისი შვილის საქმეში ხელისუფლების მაღალი რანგის პირები იყვნენ ჩართული. ამის შესახებ თათარიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა.”ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმათი პასუხისმგებლობით, ვინც ასეთ უხამს საქციელს ჩადის. ამ საქმეში ხელისუფლების მაღალი რანგის პირები იყვნენ ჩართული. ისინი უნდა დაისაჯონ. მეტი რა დამრჩა საფიქრალი? ან მე ან საზოგადოებას? მათ მიმართ უნდა იყოს ის ზომები დაყენებული, რაც ეკუთვნით. სიკვდილამდე მივდევ მაგათ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დამსახურებული სასჯელი მიიღონ, ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ჩამოიბანოს ის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მისი ხელქვეითები სჩადიან”, - განაცხადა თათარიშვილმა.ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დაკავებული თათარიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.