პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ის კადრები, რომელიც გავრცელდა ტრაგედიაა. მისი თქმით, ეს არის ტრაგედია არამხოლოდ იმ ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო, რომელსაც ზიანი მიადგა, არამედ ტრაგედიაა იმ ადამიანისაც, რომელიც მოძალადეა. მიხეილ სარჯველაძემ ასევე არასრულწლოვან პირზე ძალადობის ფაქტს არაადამიანობა უწოდა.