მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველი არ აქვს და ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა მათ მოლაპარაკების პროცესშიც ექნებათ. მისი თქმით, "უმიზეზოდ" ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ არის გონივრული გადაწყვეტილება და არ ემსახურება ჩქვეყნის რეალურ ინტერესებს.
სარჯველაძის თქმით, კრიზისი, რომელზეც დღეს არის საუბარი, შექმნილია ერთადერთი მოტივით - დაუმორჩილებლობით, პარლამენტში შესვლაზე უარის გაცხადებით იმ მოტივით, თითქოს არჩევნები გაყალბდა.
ცნობისათვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასა და ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებულ პოზიციებს არ გადახედავს.