იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს რეალობა ოპოზიციის გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა.
ცნობისათვის, პარლამენტი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.
28 იანვრის სხდომაზე კი, კომიტეტი პარლამენტის დანარჩენი, 49 ოპოზიციონერი წევრის განცხადებებზე იმსჯელებს.