"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაზე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, თუკი უკი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება.
სარჯველაძის თქმით, თეა წულუკიანი საუკეთესო კანდიატია, რომელიც დიდ წარმატებას ნებისმიერ სფეროში შესძლებს.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება. არსებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.