ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსოფლიოს ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორი მძაფრი და უკომპრომისოც არ უნდა იყოს ოპონენტებს შორის დაპირისპირება, ყოველთვის არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი საკითხები, რომელთა ირგვლივ საზოგადოების ეროვნული ერთსულოვნება ამ სახელმწიფოს არსებობის საძირკველს წარმოადგენს.
სარჯველაძის თქმით, ახლა საზოგადოება ხედავს როგორ იბრძვის ოპოზიცია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ამტკიცებს რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის.
სარჯველაძე დარწმუნებულია რომ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად გაგრძელდება და საკითხის გარშემო პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.