დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას აქვს წაყენებული, მიხეილ სააკაშვილს ახალი დამცველი ჰყავს. დავით კაკოიშვილის ნაცვლად ყოფილ პრეზიდენტს შოთა კახიძე დაიცავს. სასამართლომ მანამდე სააკაშვილს ადვოკატები სახელმწიფოს ხარჯზეც დაუნიშნა, ვინაიდან ბრალდებული სავალდებულო დაცვას ექვემდებარებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა სახაზინო ადვოკატები აიცილა და მხოლოდ შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი დაიტოვა.