მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. გამოძიება სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანის მუხლითაა დაწყებული, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.