13:04
27 ნოემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ნიკა მელიას წერილით მიმართავს
03-10-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მისი წარმატებით ამაყობს. სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ სიცოცხლის ფასადაც მზად არის, იბრძოლოს საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისთვის და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად.

"ნიკა, ძვირფასო,
მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა.
ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ.
განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს!
ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.
არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ.
ვამაყობ თქვენი წარმატებებით და ასევე მზად ვარ და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მფარველი" - ნათქვამია სააკაშვილის წერილში

AutoPlay
კახა კალაძე სააკაშვილზე - კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ
გამოქვეყნდა 22 წუთის წინ
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დაავადებათა გამოკვლევა ჩაუტარდათ
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
კახა კუჭავას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეპუტატები შეუფერხებლად შევლენ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აშშ-ს საელჩოს პოზიცია შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც - ანრი ოხანაშვილი
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
მირო
04-10-2021
მიხო,მეორე ტურს როცა პირწმინდად წააგებ ყველგან,მაშინ მიხვდები რა მასტერკლასი ჩაგიტარათ ოცნებამ.მანამდე დატკბი სატუსაღოს ინტერიერით.მოეშვი და მიიღე სიამოვნება იმისგან,რასაც გიკეთებს ოცნება.ჩაო...
ჟორა
03-10-2021
მიშას წერილმა ერთი ბრეჟნევისდროინდელი ანგდოტი გამახსენა: დაფრინავს ქალაქში თუთიყუში და ლანძღავს მთავრობას და პარტიას, რომ უსაქმურები არიან, ხალხზე არ ზრუნავენ, დენია არ არის, გაზი არ არის, ბენზინზე დიდი რიგებია და ა. შ. რა თქმა უნდა გამოეკიდა მილიაცია დასაჭერად, ესეც გაფრინდა პატრონთან და ეხვეწება დამმალე მილიცია მომდევსო, პატრონმა არ იცის სად დამალოს, არადა კარებზე უკვე აკაკუნებენ, ესეც ადგა და მაცივრის საყინულეში შესვა, იქნებ იქ არ მოძებნონო. შემოვიდა მილიცია და გამოიყვანეს საყინულედან თუთიყუში, მან კი დაიწყო ბრეჟნევისა და პარტიის ქება დიდება, რომ ხალხზე ზრუნვაში ათენ-აღამებენ. მილიციაც რაღას იზამდა გაანებეს თავი და წავიდნენ. პატრონი კი თუთიყუშს -ა ჩათლახ? "იყნოსე ციმბირი და მოხვედი ჭკუაზე?
სხვა სიახლეები