საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.
როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, ის ყველა შეხვედრაზე აყენებდა საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად დაკანონებულიყო. მისი თქმით, პრობლემები 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, რათა საქართველომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებთან სწრაფად დაალაგოს ურთიერთობები.