მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ხელისუფლებას კონკრეტულ პირობას უყენებს - თუ უახლოეს პერიოდში შესაბამისი უწყებები სააკაშვილს უსაფრთხო გარემოში არ გადაიყვანენ, ოჯახი პერმანენტულ ქუჩის აქციებს აანონსებს. გეგმის მონახაზი უკვე არსებობს - მესამე პრეზიდენტის ძმა ამბობს, რომ ისინი რეგიონებში ჩასვლას და მათი მოთხოვნის ადგილობრივებისთვის გაცნობას აპირებენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სახალხო დამცველის აპარატში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის წევრი გიორგი გრიგოლია განმარტავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, რაც გონების კარგვაში და ცილევონი საკვების ვერ მიღებაში გამოიხატება.