სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს. ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ყრილობას, როგორც დაგეგმილი იყო, 7 000-მდე დელეგატი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ლიდერების პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მოხდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევა. არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება. პოლიტსაბჭოში ძველ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც იქნებიან. სავარაუდოდ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში გაერთიანდება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.