პატიმრობაში მყოფი ექსპრეზდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია.არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ სააკაშვილს გულის შეტევა აქვს.ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული.როგორც კლინიკის პრესსამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ექსპრეზიდენტის მამა ხვალ გაეწერება."ნიკოლოზ სააკაშვილი კარგად არის, ხვალ გაეწერება. მეტ ინფორმაციას მის შესახებ ვერ მოგაწვდით, რადგან კონფიდენციალურია" , - გვითხრეს კლინიკაში.