პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს პროტესტის ნიშნად რუსთავის მეტორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ორი კვირაა შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებულმა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, თუმცა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკებზე საუბარი ჯერ ადრეა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე სამუშაო პროცესი კონფიდენციალურია.