მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ძალიან მალე დადგება. მისი შიმშილობა უკვე 20-დღიან მიჯნას გადასცდადა შეიძლება საათობრივად მისი მდგომარეობა დამძიმდეს და გამოხტა ეს მინისტრი და თქვა, რომ გლდანის ციხეში უნდა მოვათავსოთო, სადაც კრიმინალური მუხლებით გასამართლებული ადამიანები იმყოფებიან. მათ იქ სურთ სააკაშვილის გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება „დახტის თავის სიტყვაზე".