საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ მომზადებულ პროვოკაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დავით გარეჯი გაყიდა და სანაცვლოდ ფული აიღო.
როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ასეთი პროვოკაცია საქართველოს ისედაც შელახულ რეპუტაციას აზიანებს.
ამასთან, სააკაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში დატოვება ნიშნავს ქაოსს და არეულობას, „რათა შემდგომში ბოლომდე გაანადგუროს საქართველო“.