მიხეილ საკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" მრავალათასიანი ყრილობა ჩაატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორმა სპეციალურ მიმართვასი განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არასოდეს ყოფილა ერთი ლიდერის, ან ვიწრო ჯგუფის საკუთრება, პარტიაში ყოველთვის ხალხი და აქტივი იყო ლიდერი და არა რომელიმე ჯგუფი ან ორგანო, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ 2003 წლიდან დღემდე ყველა ყრილობა იყო მრავალრიცხოვანი და ახლაც საჭიროა მერავალათასიანი ყრილობა.სააკაშვილის განცხადებით, დღეს, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მის გმირულ აქტივს და მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ პარტიის მმართველი რგოლი აღარ ასახავს უმრავლესობის აზრებს და მისწრაფებებს.