მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კადრები წაშალა ან განზრახ არ შეუნახავს. მისი განმარტებით, გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია როგორც გორის ჰოსპიტალიდან, ასევე სასჯელაღსრულების სისტემიდან ჰქონდა გამოთხოვილი. ამასთან, ისინი საქმის მასალების გაცნობას აგრძელებენ.