ვლადიმერ ზელენსკის დახმარება სჭირდება და მე დავეხმარები იმის განხორციელებაში, რასაც ხალხს დაპირდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა Прасвет-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილმა უკრაინასა და საქართველოში დაბრუნების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის დაბრუნდება როგორც უკრაინაში ისე საქართველოში.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას უკანონოდ ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა და "ბანდიტურად" გააძევეს ქვეყნიდან. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, იგივე უკანონობა განხორციელდა მის წინააღმდეგ საქართველოშიც.