საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში "ყველა დემოკრატიულ ძალას" მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოველგვარი პირობების გარეშე მხარი ვლადიმერ ზელენსკის დაუჭირონ. "ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შემდეგი პრეზიდენტია! მოვუწოდებ ყველა დემოკრატიულ ძალებს, მას მხარი დაუჭირონ ყოველგვარი პირობების წაყენების გარეშე. ახლა პოროშენკოსა და მისი გარემოცვის დამარცხება შესანიშნავ შანსს წარმოადგენს უკრაინისთვის. "ახალი ძალების მოძრაობა" იბრძოლებს ფალსიფიცირების წინააღმდეგ და პრეზიდენტი ზელენსკის გამარჯვებისთვის!", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.