მიხეილ სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას მხარდამჭერებს სთხოვს. სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ მის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ ხელოვნური ბარიერები ჯერ კიდევ ექმნება რეგისტრაციის მხრივ და შესაძლოა, ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ვიტალი კლიჩკოს პიროვნებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ღირსეული ადამიანი და მისი ძველი მეგობარია.
რაც შეეხება მეორე გზას, კლიჩკოს წინადადებას არ მიიღებს, მიხეილ სააკაშვილის თქმით, დიდი ალბათობით „ახალი ძალების მოძრაობა“ არჩევნების მიღმა აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, კიევის მერმა , ვიტალი კლიჩკომ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის ხელმძღვანელობა შესთავაზა.