"პალიტრანიუსის" გადაცემების "პოლიტიკური სივრცის", "რეზიუმესა" და "პოლიტ-ქალაქის" წამყვანი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყენებს.
მისი თქმით მიხეილ სააკაშვილის უკრიანისთვის გადაცემა იმ მოტვით, რომ ის აქ წამებას დაექვემდებარა, იქნება მესამე პრეზიდენტის და მისი გუნდის ახალი მოთხოვნა.
"გუშინდელ პროცესზე ალბათ ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო ის, რომ სააკაშვილის რიტორიკაში კვლავ გაჩნდა უკრაინის თემა.მე უკრაინელი თანამდდბიბის პირი ვარ და თქვენთვის არ მცალია იქ ბევრი საქმე მაქვსო.იგივე გაიმეორა დღეს გორის ჰოსპიტალთან ლიზა ისკომ. უკრანის რადა რაღაც რეფორმას იხილავს, რომლის ინიციატორი მიშაა და უკრაინა ელოდება მასო. ამავე კონტექსტში სააკააშვილმა ასევე ახსენა, რომ ის საქართველოს ციხეში დაექვემდებარა წამებას და გაიხსენა გუანტანამოს ამბავი. როცა გაირკვა, რომ იქ პატიმრებს აწამებდნენ, ეს პატიმრები მერე სხვა ქვეყნებში გაუშვესო.დაახლოებით იგივე თქვა დღეს გორის ჰოსპიტალთან თინა ბოკუჩავამ. სააკაშვილი წამების მსხვერპლია და ამ ნიადაგზე უნდა გათავისუფლდესო. როგორც ჩანს, მისი უკრიანისთვის გადაცემა იმ მოტვით, რომ ის აქ წამებას დაექვემდებარა, იქნება სააკაშვილის და მისი გუნდის ახალი მოთხოვნა", - წერს მერაბ მეტრეველი.