01:30
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს
11-09-2017

უკრაინის ტეროტორიის გარღვევის შემდეგ, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ღამე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასტუმროში გაათენა, რომელიც ბაზრის მოედანთან ახლოს მდებარეობს. ამავე სასტუმროში დასახლდნენ მისი მომხრეებიც. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლვოვში სააკაშვილს წუხელ ქალაქის მერი ანდრეი სადოვი დახვდა. ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ვახშამი მასთან ლვოვის ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემა იუწყება, რომ ვიდრე ისინი ვახშმობდნენ, რესტორანს 30-მდე მამაკაცი იცავდა, რომლებიც სრული ამუნიციით იყვნენ აღჭურვილი.

რსტორნიდან გამოსულმა სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის ლვოვის მერთან ერთად ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რაც საზღვარზე მოხდა, ეს არ იყო გარღვევა. მას არ დაურღვევია არავითარი იურიდიული ნორმა მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი კონტროლის გავლის გარეშე გადაკვეთა. მისი თქმით, მისმა მხარდამჭერებმა ის ხელში აყვანილი გადაიყვანეს.

გამოცემა იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი ლვოვში სადილამდე დარჩება. სწორედ ამ დროისთვის დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია.

დღეს, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად კიევისკენ გაემგზავრება. ამის შესახებ მედიას ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განუცხადა.

 

ამავე თემაზე: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად უკრაინის ელჩი დაიბარა

 

მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო

AutoPlay
ქედაში ავტომანქანის ხევში გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პარიზში, ლუვრის მუზეუმი იხსნება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
რუსთავის სასამართლოში, სადაც 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 6 ბრალდებულიდან ერთი პირი გაამართლეს, ხმაური იყო
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
vai chvens patrons
11-09-2017
ხელში აყვანილი გადამიყვანესო, მე არაფერ შუაში ვარო. გაწირა უკვე ხალხი, რომლებიც ამის გულისთვის ყველაფერზე წავიდნენ
qartveli
11-09-2017
სააკაშვილს არ" დაურღვევია" საზზღვრის კვეთის იურიდიული ნორმა, ის ხელში აყვანილი გადაიყვანეს. ამან უკვე თავი დაიძღვია და თავის მომხრეებზე მიანიშნა ხელში აყვანილი გადმომიყვანეს მე რა შუაში ვარო. ესე სწირავს ყოველთვის თავის კეთილის მოსურნეებს როცა საშიშროებას ხედავს
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები