„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფება.
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილმა დღეს გავრცელებული ინფორმაციით საკუთარი „პოლიტიკური მოღვაწეობა“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულა.