საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
გუშინ მას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოქალაქეობა დაუბრუნა. როგორც სააკაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, მას მოქალაქეობა უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.
"მე დავეხმარები უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ძალიან საინტერესო პიროვნებას, რომელსაც ვიცნობ დიდი ხანია, დავეხმარები ზელენსკის და დავეხმარები უკრაინელ ხალხს. უკრაინაში ჩემ წინააღმდეგ იყო ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა, როგორც საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა.