მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა სახურავზე დააკავა - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა სახურავზე დააკავა

2017-12-05 11:48:55+04:00

კრაინელი დეპუტატის ვიქტორ ჩუმაკის განცხადებით, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა იმ სახლში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა, ჩხრეკა ჩაატარა. ადგილზე იმყოფებოდნენ სააკაშვილის ადვოკატები. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება.

LIVE: სააკაშვილი სახლის სახურავზე და მიმართვა მის სახლთან შეკრებილებისთვის