მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის სახელმწიფოსთვის პრობლემა - მიხეილ მაჭავარიანი - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის სახელმწიფოსთვის პრობლემა - მიხეილ მაჭავარიანი

2021-10-11 12:40:58+04:00

დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში, თვითონ როგორც ინსტიტუტის წარმომადგენელი ციხეში, არის პრობლემა ქართული სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქართული საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა ერთ წრეზე სიარული, რომელიც გულისხმობს იმას, რომ „ახალმა ხელისუფლებამ უნდა სდიოს ძველ ხელისუფლებას“.