ადამიანურად გული მწყდება ხანდახან, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში იმ საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუ როგორ უყურებს ადამიანურად პარტიის წევრების "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლას, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. სააკაშვილის თქმით, როდესაც ადამიანი გადააბიჯებს წითელ ხაზებს, იქ მთავრდება ყველაფერი.