"პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?წულუკიანი, რომელიც ჰააგაში ლობირებს საქართველოს სამხედროების გამტყუნებას ძალიან აქტიურად? სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს?" - ასეთ განცადებას მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.ქვეყნის ექს პრეზიდენტი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისკენ მოუწოდებს და რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ქვეყნის პოზიციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. სააკაშვილი ამბობს, რომ უახლოესი საათების მანძილზე მან არა ერთ საერთაშორისო მედიას და პრესას მისცა ინტერვიუ. ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა დუმს. „საქართველოს როგორც უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონნენ. დროზე თუ არ დავასრულეთ ეს, ჩვენ ქვეყანა აღარ შეგვრჩება“- აცხადებს სააკაშვილმა. მის ამ ინტერვიუს უკვე მოჰყვა წულუკიანისა და ზურაბიშვილის რეაქციაც