"ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, ახლად გამომცხვარო ტროლო, ჩვენ უკრაინელებთან თავად გავერკვევით" - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას.
მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ის პუტინია, რომელიც 2017 წლის დეკემბერში პრესკონფერენციაზე ითხოვდა მის უკრაინიდან გაძევებას, რაც პოროშენკომ ერთი თვის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სამართლიანი იქნებოდა, უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის პასპორტი დაებრუნებინა.