მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გაავრცელა სათაურით - „მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში“. ცნობილია, რომ 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან. პოლონეთში ჩავიდა ასევე უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმაროს.