მიხეილ სააკაშვილი ორი ხელითა და ორი ფეხით შემოვა უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე აცხადებს. "უკრინფორმთან" საუბრისასა დავით საყვარელიძე ყვება რომ პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის სააკაშვილის შესახვედრად ემზადება, რათა მისი უკრაინაში შესვლა უზრუნველყონ.„ჩვენ მოვემზადებით შემოდგომისთვის. რაც მთავარია, ჩვენ მიხეილს საზღვარზე შევხვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში შემოვიყვანთ მიხეილს უკრაინაში. “, - აცხადებს საყვარელიძე. საყვარელიძეს არ დაუკონკრეტებია საზღვრის რომელ მონაკვეთზე და როდის მოხდება ეს.